2020 Super Bowl Halftime Show-ზე, როცა ჯენიფერ ლოპესის გამოსვლა ვიხილეთ, ჩვენი ყურადღება არა შოუს მასშტაბურობამ, ქორეოგრაფიამ ან ვოკალმა მიიქცია, არამედ იმან თუ როგორ გამოიყურებოდა 50 წლის მომღერალი სცენაზე. როგორც აღმოჩნდა, ლოპესმა გადაწყვიტა ე.წ. უბერებელი ვარსკვლავის რეპუტაცია სილამაზის ინდუსტრიაშიც გამოიყენოს. JLo Beauty – ასე ჰქვია ჯენიფერის კანის მოვლის კოსმეტიკური საშუელებების ხაზს, რომელიც მომღერალმა ცოტა ხნის წინ გამოუშვა.

როგორც ჯენიფერ ლოპესმა აღნიშნა, სილამაზის და თავის მოვლის პროდუქტების გამოშვება ყოველთვის სურდა, ახლა კი ამისათვის საუკეთესო დრო იყო. “ამ ხაზის ფილოსოფია ასეთია – სილამაზე, რომელიც შიგნიდან გარეთ აღწევს და სილამაზე, რომელიც ყოველგვარი ვადის გარეშე ცოცხლობს.”

კოლექცია რვა სხვადასხვა პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის არის: დამატენიანებელი, გამწმენდი, შრატი, სახის ნიღაბი, თვალის გელი, დღისა და ღამის კრემი. თუმცა, JLo Beauty, გარდა კანის მოვლის საშუალებებისა, დიეტისათვის განკუთვნილ დანამატებსაც სთავაზობს მომხმარებელს. რაც შეეხება შემადგენლობას, პროდუქტები ანტი-ოქსიდანტური მოქმედებით გამოირჩევა. შემადგენლობა მდიდარია ბუნებრივი ინდგრედიენტებით, ასევე გამოირჩევა მზისაგან დამცავი მაღალი მაჩვენებელით.