ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჩენი Louis Vuitton-ის უახლესი კამპანიის სახეა. Horizon’s Never End – ასე ჰქვია საზაფხულო კამპანიას და ის მოგზაურობას თანამედროვე ცხოვრების წესის ნაწილად წარმოაჩენს. 

კამპანია მაიამის დასავლეთ სანაპიროზეა გადაღებული. ფოტოებისა და ვიდეოს  ავტორი გლენ ლაჩფორდია. ბუნდჩენთან ერთად, ვიდეოს მთავარი გმირი მოდის სახლის ახალი სამგზავრო ჩანთების ხაზია, რომელიც ბრენდისათვის დამახასიათებელი დიზაინითა და მონოგრამით გამოირჩევა.  

LV-ის Horizons-ის კამპანიებში ამ დრომდე ისეთი ცნობილი ვარსკვლავები ვიხილეთ, როგორებიც არიან ლიონელ მესი და ჯექსონ ვანგი.

ნახეთ Louis Vuitton-ის  Horizon’s Never End  კამპანიის ფოტოები: 

Louis Vuitton
Louis Vuitton
Louis Vuitton
Louis Vuitton
Louis Vuitton