გასული საუკუნის 90-იან წლებში, მალაიზიელმა ფეხსაცმლის დიზაინერმა თავისი სახელობის მოდის სახლი დააარსა. სწორედ ამ მომენტში, ინდუსტრიაში გამოკვეთილი ხელწერის ბრენდი გაჩნდა და ასე აქცია Jimmy Choo-მ გლამურისა და სადღესასწაულო განწყობის ესთეტიკა მაღალი მოდის ნაწილად. 

Jimmy Choo მაღალი ხარისხის და გამორჩეული დიზაინის ფეხსაცმელებთან, ჩანთებთან და აქსესუარებთან ასოცირდება. დღემდე, მოდის ინდუსტრიაში  ბრენდის წარმდგენად და მთავარ სავიზიტო ბარათად, სწორედ ფეხსაცმლის ხაზი განიხილება. ისევე როგორც მსოფლიო მასშტაბით, მოდის ქართველი მოყვარულებისათვისაც, ის ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია. თუკი აქამდე არ გსმენიათ, გეტყვით, რომ Jimmy Choo ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი მაღაზია „გარდერობის“ სივრცეში და სხვა მრავალი გავლენიანი ბრენდის გვერდით, გამორჩეულ ადგილს იკავებს. ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელების, ჩანთებისა და აქსესუარების მუდმივად განახლებადი კოლექციებით, „გარდერობი“ ქართველ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Jimmy Choo საკუთარ ქვეყანაში შეიძინონ. 

Jimmy Choo-ს კოლექციები მაღაზია “გარდერობის” სელექციაში 2021 წლიდან გამოჩნდა და მალევე დიდი ინტერესი გამოიწვია. დღესდღეობით, ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ლუქს ბრენდია. “გარდერობის” მაღაზიაში წარმოდგენილ სელექციაში განსაკუთრებული  პოპულარობით სარგებლობს ფეხსაცმლის ისეთი სახელგანთქმული მოდელები, როგორებიც არის:  Saeda Satin Pumps და Azia Sandals, ჩანთების მოდელებიდან კი – Bonny Satin Bag და Bon Bon Bracelet Bag.

ხშირად ისმის კითხვა – რატომ არის Jimmy Choo ასეთი პოპულარული? Ბრენდმა თავიდანვე დაისახა ამბიციური მიზანი,  რთულ გამოწვევას უპასუხა და წვეულების, მხიარულების და მუდმივი ზეიმის განწყობა დახვეწილ დიზაინთან გააერთიანა, რაც საბოლოოდ იდეალური სინთეზი აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ Jimmy Choo არის ბრენდი, რომელმაც სექსუალურობასა და აკადემიურობას შორის ოქროს შუალედის დაცვა შეძლო. სწორედ ეს სინთეზი და ხელწერა ქმნის თითოეული მოდელის დამახასიათებელ ვიზუალს, რომელიც არაფერში აგერევათ. მართლაც, თუკი მაღაზია „გარდერობს“ ეწვევით, თქვენს ყურადღებას მომენტალურად მიიპყრობს Jimmy Choo-ს კოლექცია. 

მრავალი წელია, Jimmy Choo საკუთარ იდენტობას ქმნის და მუდმივად ვითარდება. ბრენდის ისტორია 1996 წელს იწყება. სწორედ ამ წელს დაფუძნდა კომპანია და ლონდონში მისი პირველი მაღაზიაც გაიხსნა. მალევე Jimmy Choo-ს კოლექციები მულტიბრენდულ სავაჭრო ცენტრებშიც გაჩნდა. ამის შემდეგ, მოდის სახლმა შეერთებული შტატებისაკენ აიღო გეზი და ნიუ-იორკსა და ბევერლი-ჰილსზე ორი მაღაზია გახსნა. Jimmy Choo-ს წარმატება იზრდებოდა, მისი საზღვრები ფართოვდებოდა და ის ჰოლუვუდის ვარსკვლავების რჩეულ ბრენდადაც იქცა.

Jimmy Choo-ს ფეხსაცმელები წითელი ხალიჩის ლუქების განუყოფელი ნაწილი გახდა.  აღსანიშნავია, რომ Jimmy Choo პრინცესა დაიანას ერთ-ერთ რჩეულ ბრენდად მიიჩნეოდა. 2008 წელს ბრიტანულმა მოდის საბჭომ ბრენდის დამფუძნებელს, ჯიმი ჩუს წლის დიზაინერის სტატუსი მიანიჭა და საპატიო ჯილდო გადასცა. Jimmy Choo საუკეთესო ბრენდად არაერთხელ დაასახელა სხვადასხვა გავლენიანმა მოდის ჟურნალმაც. 

დღესდღეობით, Jimmy Choo “Capri Holdings Limited”-ის გლობალური ქსელის ნაწილია და მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 200 მაღაზიას აერთიანებს. ამჟამად ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი სანდრა ჩოია, თუმცა მოდის სახლი დღესაც ჯიმი ჩუსთან ასოცირდება – დიზაინერთან,  რომელმაც თავისი არტისტული ხედვით, მრავალმილიონიანი მოდის იმპერია შექმნა.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არაფერი უხდება საახალწლო წვეულების ლუქს ისე, როგორც  Jimmy Choo-ს სადღესასწაულო განწყობით გაჯერებული მოდელები. უახლეს კოლექციას, საქართველოში ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენლის, მაღაზია „გარდერობის“ სივრცეში აღმოაჩენთ.