2021 წლისთვის ჯიმი ჩუმ ფეხსაცმლის ახალი კოლექცია წარადგინა. 2019 წლის ცისფერი გამით გაჯერებული ხაზის შემდეგ, დიზაინერმა ამერიკული გლამურითა და წითელი ხალიჩის სტილით შთაგონებულ საქორწილო კოლექციაზე იმუშავა. მასში ასევე კლაჩები და ჩანთებიც შედის, ყველაფერი კი სვაროვსკის თვლებით, კრისტალებითა და მარგალიტებითაა გაწყობილი. იხილეთ სრული კოლექცია: