აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი ლონდონში მეფე ჩარლს III-ის კორონაციას დაესწრო. ვესტმინსტერის სააბატოში გამართულ ისტორიულ მოვლენას არ დასწრებია შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. პირველ ლედის გვერდს შვილიშვილი, ფინეგან ბაიდენი უმშვენებდა. აღსანიშნავია, რომ ისტორიულად, კორონაციის ცერემონიას შეერთებული შტატების პრეზიდენტი არასდროს დასწრებია, თუმცა მთავრობა ყოველთვის აგზავნიდა ელჩს პატივისცემის ნიშნით. დედოფალი ელიზაბეთის კორონაციაზე აღნიშნული როლი ჯორჯ მარშალს მიენიჭა.

ჯილ ბაიდენი მეფე ჩარლზის კორონაციაზე / getty

კორონაციის დრესკოდი ფორმალური კაბა, კოსტიუმი ან ნაციონალური სამოსი იყო. ჯილ ბაიდენმა კოსტიუმისთვის არჩევანი რალფ ლორენის ცისფერ სეტზე შეაჩერა, ხოლო ფინეგანს Markarian-ის ბაცი ყვითელი კაბა ეცვა. ჯილ ბაიდენი ცნობილია ამერიკელი დიზაინერების მხარდაჭერით, ხოლო ასეთი დონის ღონისძიებაზე რალფ ლორენის სამოსში გამოჩენა ამას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ფინეგან ბაიდენი და ჯილ ბაიდენი მეფე ჩარლზის კორონაციაზე / CNN

კოსტიუმის ფერის არჩევანიც თამაშობს როლს პირველი ლედის კოსტიუმში – ცისფერი/ლურჯი ორივე ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის დროშებზეა გამოსახული, რაც ერთგვარი სოლიდარობისა და ერთიანობის სიმბოლოდ შეიძლება აღვიქვათ.

ვიზიტის ფარგლებში ჯილ ბაიდენმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. იგი პირველად ეწვია ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, რაში სუნაკის მეუღლეს, აკშატა მურტის.