ჯიჯი ჰადიდი მოდის სახლ Miu Miu-ს ჩანთების ახალი კამპანიის სახეა. კამპანიის ესთეტიკა გასული საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში მოღვაწე ინგლისელი ქალი ფოტოგრაფის, იევონდ მიდლტონის (Yevonde Middleton) შემოქმედებით არის შთაგონებული. იევონდმა
ფოტოსტუდია 21 წლის ასაკში გახსნა. ამ პერიოდში ქალებისათვის ფოტოგრაფის კარიერა იშვიათობა იყო, თუმცა მიდლტონმა შეძლო და ერთ-ერთ წამყვან პიონერ ფოტოგრაფად იქცა. ის ცნობილო იყო პორტრეტებში ფერების გამოყენების ინოვაციური ტექნიკით. გარდა ამისა, მან სახელი ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტის სტატუსითაც გაითქვა.
Miu Miu-მ ახალი კამპანია სწორედ იევონდის პორტრეტული ფოტოგრაფიის ხელწერას მოუძღვნა. ფოტოები სტივენ მეიზელს ეკუთვნის, ხოლო სტილისტი ლოტა ვოლკოვაა. კამპანია ბრენდის ჩანთების კლასიკური მოდელების – Wander-ს და Arcadie-ს წარადგენს.
დაათვალიერეთ ფოტოები: