ჯეინი ლონდონში დევიდ ბირკინისა და ჯუდი ქემფბელის ოჯახში დაიბადა. დევიდი Royal Navy-ს ლეიტენანტი იყო, ხოლო ჯუდი – მსახიობი. ჯეინი დედის ნაბიჯებს გაჰყვა და სამსახიობო კარიერა 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ფილმები მისი მონაწილეობით ფრანგული კინემატოგრაფიის კლასიკად ითვლება, მათ შორისაა 1969 წლის “La Piscine”, რომელშიც მან რომი შნაიდერსა და ალენ დელონთან ერთად ითამაშა. ასევე უნდა ვახსენოთ 1969 წლის ფილმი – “Slogan”, რადგან სწორედ ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე შეხვდა მისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს, სერჟ გენსბურს, რომელთანაც 13 წელი გაატარა. 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა და დრამატული ურთიერთობის გამო, წყვილის გარშემო ხმაური თითქმის არასდროს შეწყვეტილა. ამის პარალელურად, ჯეინი სტილის ხატად ჩამოყალიბდა, რომელსაც ხშირად ახასიათებენ, როგორც ფრანგული chic-ის სინონიმს.
გამბედავი, პროვოკაციული, თუმცა მაინც ელეგანტური – ჯეინ ბირკინმა განსაზღვრა მე-20 საუკუნის 60-იანი და 70-იანი წლების სტილი, თუმცა ის დღემდე შთააგონებს მოდის მიმდევრებს და არა მხოლოდ.
გთავაზობთ ჯეინ ბირკინის 26 არქივულ ფოტოს:

























