Jean Paul Gaultier-ის მოდის სახლმა ყოველდღიური ტანისამოსის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელშიც 67 წლის ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ჯერი ჰოლი მონაწილეობს.  FASHION FICTION – ასე ჰქვია კამპანიას და ის კანადელმა არტისტმა და ფოტოგრაფმა, პეტრა კოლინსმა გადაიღო. 

კამპანია შთაგონებულია ისეთი ცნობილი ფილმებით, როგორებიცაა: Blade Runner, Sin City და  Blow Up. ჯერი ჰოლი, როგორც ჰოლივუდური ეკრანის გამორჩეული სახე, კოლექციაში გაერთიანებულ მოდელებს წარადგენს. აღსანიშნავია, რომ ჟან პოლ გოტიე ყოველთვის იმ პერსონებს ირჩევდა მოდელებად, რომლებიც მრავალმხრივ ნიჭიერი არტისტები იყვნენ. ამიტომ ჯერი ჰოლის კამპანიის სახედ არჩევა, მოდის სახლისათვის დამფუძნებელი დიზაინერის მემკვიდრეობის გაგრძელებაა. 

იხილეთ კამპანიის ფოტოები: