მორიგი ბრენდი, რომლის სახელიც Jean Paul Gaultier-სთან გახდა ასოცირებული KNWLS-ია. ფრანგული მოდის სახლისა და ლონდონში დაფუძნებული ბრენდის კოლაბორაციის ფარგლებში ორმოცზე მეტი დიზაინი შეიქმნა: მაისურები, ჟაკეტები, შარვლები და კაბები, რომლებიც გაყიდვაში 8 სექტემბერს გამოვა. ახალი პოსტები, რომელიც Jean Paul Gaultier-ის და KNWLS-ის ინსტაგრამ პროფილებზე გამოქვეყნდა, პირველ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ თუ როგორი იქნება თანამშრომლობის შედეგი.

“გვინდოდა აღმოგვეჩინა შუალედური სამყარო, რომელიც კავშირშია როგორც KNWLS-თან, ისე Jean Paul Gaultier-სთან,” – განაცხადა ალექსანდრ არსენომ, KNWLS-ის დიზაინერმა და თანადამფუძნებელმა. “ის შესაძლოა Jean Paul Gailtier-ის არქივის ნაწილი იყოს – და ასევე KNWLS-ს არქივისაც.”

Jean Paul Gaultier x KNWLS კოლექციიდან სასურველი ნივთების შეძენა შესაძლებელი იქნება Ssense-ს, MyTheresa-ს, The Webster-ის, FWRD-ის და Net-A-Porter-ის საშუალებით, ფასები კი 290-იდან 2700 ევრომდე იმერყევებს.