
ლუი ვიტონმა იაპონელ არტისტთან, იაიოი კუსამასთან თანამშრომლობით შექმნილი ნივთების რიგით მეორე კამპანია გაავრცელა. გასულ დეკემბერს გავრცელებული ფოტოები ინტერნეტს ვირუსულად მოედო. მაშინ, კამპანიის მთავარი გმირები ტოპ ან/და სუპერმოდელები იყვნენ. ამჯერად, ფრანგულმა მოდის სახლმა კამპანიაში საერთაშორისო კინოსა და სპორტის ვარსკვლავები გადაიღო.
“Creating Infinity”-ს კოლექციის პირველი ფოტოების მსგავსად, ახალი კამპანიაც ლეგენდარული სტივენ მეიზელის გადაღებულია. კამპანიაში მოხვდნენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, ნაომი ოსაკა, ქეით ბლანშეტი, ლია სეიდუ, ჟუ დონგიუ და ჰოიონ ჯუნგი.



ჯასტინი მეუღლესთან, ჯესიკა ბიელთან ერთად, ლუი ვიტონის ჩვენებაზე პირველად პარიზში, 2019 წელს გამოჩნდა. გასულ ივნისს კი, ისინი LVMH-ის მფლობელობაში მყოფი სხვა მოდის სახლების ჩვენებებსაც დაესწრნენ, მათ შორის Dior-ის და Kezno-ს. ლუი ვიტონის წარმომადგენლის მიხედვით, ჯასტინს ლუი ვიტონის ამბასადორის სტატუსი არ აქვს, ის უბრალოდ “სახლის მეგობარია”.


ფერდინანდო ვერდერის კრეატიული ხელმძღვანელობის ქვეშ შექმნილი კამპანიისთვის, მაკიაჟზე ასევე ლეგენდარულმა ვიზაჟისტმა, პატ მეკგრეთმა იზრუნა, რომელმაც ვარსკვლავების სახეებსა და სხეულზე კუსამას მოტივებით შთაგონებული ფერადი ნამუშევრები შექმნა. რაც შეეხება თმას, სტილისტი გუიდო პალაუა, ხოლო გადაღების სტილისტი – კარინ როიტფილდი.