სიმონ ჟაკმუსმა ახალი, 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია პარიზთან ახლოს, ლე ბურჟეს აეროპორტში გამართა. “ეს ჩემი ბოლო ჩვენებაა,” განაცხადა დიზაინერმა ჩვენების წინა დღეს ინსტაგრამზე, თუმცა შემდეგ დაამატა, “ამ წელს,” რის შემდეგაც ყველამ შვებით ამოისუნთქა.

კოლექცია სახელად “რაფია”, როგორც ყოველთვის ჰაეროვანი და მსუბუქი იყო. პოდიუმზე “მოცურავე” მოდელები რაფიას წვიმაში მოექცნენ, თუმცა მათ დიზაინერისთვის დამახასიათებელი უზარმაზარი ქუდები იცავდათ.

ჩვენებას ტრადიციულად ბევრი სელებრითი ესწრებოდა – Blackpink-ის ჯენი, ვინსენ კასელი და თინა კუნაკი და, რა თქმა უნდა, პამელა ანდერსონი. ჰოლივუდის ლეგენდამ დიზაინერის ტოტალურ თეთრ ლუქთან დაწყვილებული ბუმბულებიანი თეთრი ქუდი მოირგო. თუ დეჟა ვუ გაქვთ, ალბათ 1999-წლის MTV VMA-ს წითელი ხალიჩა გაგახსენდათ, რომელზეც პამელას ფუმფულა ღია ვარდისფერი ქუდი ეხურა. პოპ-კულტურაზე ამ ლუქმა წარუშლელი კვალი დატოვა. ალბათ, Jacquemus -ის ჩვენებაზე პამელას გამოჩენაც პოპ-კულტურის ისტორიას დარჩება.

იხილეთ ფოტოები ჩვენებიდან: