რამ შეიძლება მიიპყროს წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებული ყურადღება და დიდი სიმპატიაც დაიმსახუროს? იზაბელ იუპერის შემთხვევაში აბაზანის ხალათმა.

სინამდვილეში აბაზანის ხალათი, რომლითაც მსახიობი კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა, Balenciaga-ს ოტ კუტიურ კაბაა. “Horizon: An American Saga”-ს პრემიერაზე დასასწრებად მისულმა იზაბელმა ამ არჩევანით წითელ ხალიჩაზე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა და პარიზული “შიკი” გლამურული გარემოებისთვის უჩვეულო დიზაინით განასახიერა.

© JB Lacroix/FilmMagic/Getty Images

კანში წლევანდელ კინოფესტივალზე Balenciaga-სთან დაკაშირებით კიდევ ერთი აღსანიშნი მომენტი ლილი გლენდსტოუნს უკავშირდება, რომელიც “Kinds of Kindness”-ის პრემიერისთვის წითელ ხალიჩაზე მოდის სახლის ყვითელი კაბით წარდგა. დიზაინი კრისტობალ ბალენსიაგას 1959 წელს შექმნილი ნამუშევრის ანალოგია.

Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორის დემნას კრეატიული დირექტორობით აქტიურად ახდენს მოდის სახლის დამფუძნებლის ქმნილებების ინტერპრეტაციას თანამედროვე დროში. ჩვენ უკვე ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, მათ შორის ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი ყურადღება ნიკოლ კიდმანის კაბას ერგო, რომელიც მას წლევანდელ მეტ გალაზე ამშვენებდა.