ამერიკელმა მომღერალმა ადიდასთან Ivy Park & Adidas-ის მესამე თანამშრომლობა დააანონსა. 25 იანვარს გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ ბიონსეს Ivy Park-ის და ადიდასის მორიგი თანამშრომლობა ზამთრის საკურორტო სტილით არის შთაგონებული. მისი სახელწოდებაა “Icy Park“. სარეკლამო კამპანია რობინ ჰარპერმა გადაიღო და მასში ბიონსესთან ერთად, Hailey Bieber და Gucci Mane მონაწილეობენ.

სარეკლამო კამპანიის თიზერი გავრცელდა ინსტაგრამზეც. ჯერჯერობით უცნობია როდის გამოვა ახალი კოლექცია გაყიდვაში, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც გასული 2 კოლაბორაცია.