ივლისში თომ ბრაუნი თავის პირველ ოტ კუტიურ კოლექციას წარდგენს. ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის ჩვენების ჩატარების თარიღი, თუმცა ცნობილია, რომ მასზე წარმოდგენილი იქნება ქალისა და მამაკაცის კოლექციები. გარდა ამისა, პარიზში დაგეგმილი ჩვენება საიუბილეო იქნება – წელს თომი თავისი ბრენდის დაარსების 20 წლისთავს აღნიშნავს. ოტ კუტიურ მოდის კვირეული 3-დან 6 ივლისის ჩათვლით მოეწყობა.

“პარიზში ჩვენებებს უკვე 12 წელია ვმართავ, ამიტომ კუტიურზე ყოველთვის როგორც საბოლოო გამოწვევაზე, ისე ვფიქრობდი – ხარისხის, კონსტრუქციისა და დიზაინის მხრივ,” – განაცხადა დიზაინერმა Vogue-თან სატელეფონო საუბრისას. “ყველა კოლექციისთვის ვცდილობ ამის მიღწევას და რადგანაც [ბრენდის] 20 წლის იუბილეა, ვიფიქრე, რომ კარგი დრო იყო ასეთი ფორმით აღსანიშნავად.”

თომ ბრაუნი © Vogue Business/Saviko/Getty

მიუხედავად იმისა, რომ თომი არ არის ერთადერთი ამერიკელი დიზაინერი, რომელიც კოლექციას პარიზის ოტ კუტიურ კვირეულის ფარგლებში აჩვენებს, ის იქნება CFDA-ს პირველი თავმჯდომარე, რომლის სახელიც Federation de la Haute Couture et de la Mode-ს შედგენილ კალენდარში შეგვხვდება. თომის გარდა, ერთადერთი ამერიკელი დიზაინერი, რომელიც ამჟამად პარიზის ოტ კუტიურ კვირეულში იღებს მონაწილეობას Schiaparelli-ს კრეატიული დირექტორი დენიელ როუზბერია.