“გარდერობის” ბრენდების სიას კიდევ ერთი წამყვანი მოდის სახლი შეემატა. ეს გახლავთ Dolce & Gabbana, მდიდრულ იტალიურ ლუქსთან ასოცირებული სახელგანთქმული ბრენდი, რომელიც დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ 1985 წელს, მილანთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში, ლენიანოში დააარსეს.
“გარდერობი” საქართველოში Dolce & Gabbana-ს 2022 წლის დეკემბრიდან წარმოადგენს. მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ბრენდის ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელი, ჩანთები და სხვა აქსესუარები, მათ შორის საფულეები, ქამრები და ა.შ. წარმოდგენილი ნივთები უახლესი კოლექციებიდანაა, ისინი მუდმივად განახლებადია, რადგან “გარდერობში” ზრუნავენ მომხმარებლების გამოცდილებასა და მოთხოვნაზე. მაღაზიაში ყოველთვის შეხვდებით ყველაზე პოპულარულ და აქტუალურ მოდელებს.
Dolce & Gabbana იტალიური იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე ნათლად გამომხატველი ბრენდია. ამის კიდევ ერთი დასტური 2012 წელს ჩაშვებული ხაზი – “Alta Moda” გახდა, რაც იტალიურად ოტ კუტიურს ან მაღალ მოდას ნიშნავს, თუმცა Dolce & Gabbana-ს მაღალი მოდის ჩვენებები ფრანგული ტრადიციული მაღალი მოდის კვირეულიდან სრულად გამიჯნულად, იტალიის ტერიტორიაზე ტარდება. ბრენდში ალტა მოდას კოლექციები ჯოვანი ბატისტა ჯორჯინის შთაგონებით შეიქმნა. ჯორჯინი მე-20 საუკუნის იტალიელი ანტრეპრენერი იყო, რომელსაც იტალიური მოდისა და ტექსტილის საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. Dolce & Gabbana-ს „ალტა მოდას“ ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ნამდვილი იტალიური მოდის პოპულარიზაცია იყო. Ჩვენებები იტალიური კულტურისთვის მნიშვნელოვან ლოკაციებზე იმართება, მაგალითად, მილანის “ლა სკალას” თეატრში და სან მარკოს მოედანზე ვენეციაში.
Dolce & Gabbana-ს საკულტო ნამუშევრები წლების განმავლობაში ბრენდის ხელწერად იქცა, მაგალითად, ცხოველებისა და ყვავილების პრინტები, ნაქარგები, შავი მაქმანი და ა.შ.
სიცილიურ კულტურას ასევე დიდი გავლენა ჰქონდა დომენიკოსა და სტეფანოს შემოქმედებაზე, რადგან დომენიკო დოლჩე სიცილიაში, პალერმოში დაიბადა და დიდ სიცილიურ ოჯახში გაიზარდა. დიდი ოჯახის “შეგრძნება” Dolce & Gabbana-ს ჩვენებებსა და კამპანიებში ხშირადაა გამოხატული, მაგალითად, 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე მოდელები პოდიუმზე ბავშვებით ხელში გამოჩნდნენ, ამასთან ჩვენებაში მონაწილეობა ორსულმა ბიანკა ბალტიმაც მიიღო.
ყველაფრის მიუხედავად, Ბრენდის უმთავრესი ფასეულობა მაღალი ხარისხი და გამორჩეული დიზაინი იყო, რაზეც თავად დომენიკოსა და სტეფანოს არაერთხელ უსაუბრიათ. Მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ Dolce & Gabbana-ს მომხმარებელს მათ სამოსსა თუ აქსესუარებში თავი თავდაჯერებულად და კომფორტულად ეგრძნო. აღნიშნულ მიზანს ისინი სწორედ ხარისხისა და განმასხვავებელი დიზაინის მეშვეობით აღწევენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში Dolce & Gabbana-ს შეძენა მაღაზია “გარდერობში” შეგიძლიათ, რომელიც მდებარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირის 50 ნომერში.