10 დღის წინ ფორბსმა რიანა მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქალ მომღერლად დაასახელა. გამოცემის ცნობით, ბარბადოსელის ქონება 600 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მეტწილად მაღალი მოდის ინდუსტრიას უკავშირდება. ბიუთი, თეთრეულის და ტანსაცმლის ხაზების შექმნის შემდეგ, რიანას ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მოსალოდნელი იყო, რომ სიახლის გავრცელებას რომელიმე მოდური ჟურნალი რიანას ექსკლუზიურ ფოტოსესიას და ინტერვიუს დაურთავდა. ეს ჟურნალი ინტერვიუ აღმოჩნდა.
ფოტოგრაფი: Pierre-Ange Carlotti
სტილისტი: Mel Ottenberg
ვარსკვლავების მიერ ჩაწერილი ინტერვიუების ტრენდი გრძელდება. Interview-სთვის რიანასთან ინტერვიუ მსახიობმა სარა პაულსონმა ჩაწერა.

სამუშაო რეჟიმზე
“შეხვედრაზე მთელი დღე ვმუშაობ, შეხვედრას ღამის 1-ელ ან 2 საათზე ვტოვებ და სახლში სტაფის მცირე ჯგუფთან ერთად ვბრუნდები და დილის 5-7 საათამდე ვმუშაობთ… ძილის პატერნი არ მაქვს. ძილის მატრასი მაქვს. როცა შემიძლია მაშინ ვწვები… ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ გამოვიდა ალბომი ისე, როგორც ადრე გამოდიოდა. ადრე სტუდიაში ვიყავი ხოლმე, მხოლოდ სტუდიაში, მთელი სამი თვე და ალბომიც გამოდიოდა. ახლა კარუსელივით არის. ერთ დღეს მოდაში ვარ, მეორე დღეს საცვლებში, მესამე დღეს ბიუთიში, შემდეგ მუსიკა. თითქოს ბევრი შვილი გყავს და ყველა მათგანს უნდა მოუარო.”

შედეგ ალბომზე
“ძალიან ცუდია, რომ ალბომი ჯერ ვერ გამოდის, რადგან ძალიან კარგ ალბომზე ვმუშაობ. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი მასალა გვაქვს, თუმცა სანამ ალბომი სრულად არ დამთავრდება ვერაფერს გამოვაქვეყნებ. აზრი არ აქვს დაჩქარებას, მიუხედავად, იმისა რომ მინდა გამოვიდეს. უკვე იმ დონეზე ვარ, რომ ვფიქრობ, ‘კლიპის გადაღების დრო რომც არ მქონდეს, ალბომს მაინც გამოვუშვებ’.”

კრიტიკაზე
“კრიტიკის მიმართ ყოველთვის საკმაოდ უხეში კანი მქონდა – ბავშვობაშიც კი, რაც ჩემი მშბლების დამსახურებაა. არასდროს, არანაირად არ ცდილობდნენ ჩემს დაცვას. ხუმრობით დამცინოდნენ კიდეც და მეც დავცინოდი. როდესაც სკოლაში შევედი, ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ბავშვები სულელები იყვნენ. შეიძლება, ამგავრად ღმერთმა შემამზადა იმისთვის, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება.”

თავის ფანებზე
“ჩემი ფანები შეუპოვრები არიან. ლოიალურები, მზრუნველები, დამცველები, მხიარულები. სრულიად გულახდილი რომ ვიყო, გეტყვით, რომ ჩემს ფანებს სხვებისგან რაც განასხვავებს, მე ვარ.”

პირველი, რასაც დილით აკეთებს.
“ვლოცულობ… თუ საპირფარეშოში არ უნდა შევიდე ან რაიმე. ყოველთვის მინდა, რომ დღე პატარა ლოცვით დავიწყო. სალოცავი წიგნები ვიყიდე, რომელიც დათარიღებულია, უბრალოდ გადაშლი თარიღზე და იმ დღის ლოცვა იქ არის.”

თავისი რწმენის ეჭვქვეშ დაყენებაზე.
“ჩემი რწმენა არა, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც მქონდა შეგრძნება, რომ თითქოს ღმერთს ძალიან გავუცრუე იმედი და ისე ახლოს აღარ ვიყავით. სიმართლე გითხრათ, ეს მაშინ მოხდა, როდესაც Anti-ზე ვმუშაობდი. ძალიან რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, გადავიტანე.”
