The Inkey List – თან თანამშრომლობით, კანის მოვლის ყველაზე გავლენიანმა და ცნობილმა ინფლუენსერმა საკუთარი ბრენდის გამოშვება დააანონსა. ექსკლუზიური სიახლე WWD-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. Selfless by Hyram სახელწოდებით, ჰაირამის ახალი ბრენდი, სეფორას მაღაზიებში, 24 ივნისიდან გამოჩნდება.

WWD – თან ახალ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ჰაირამმა აღნიშნა, რომ მომავალში, საკუთარი ბრენდის განვითარებას არა მხოლოდ კანის მოვლის მიმართულებით, არამედ კოსმეტიკური პროდუქტების გამოშვებითაც გეგმავს.

ჰაირამის შეფასებები და რჩევები ემყარება პროდუქციის ინგრედიენტების დადებით და უარყოფით მხარეებზე მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს. სწორედ ამან განაპირობა მისი ასეთი პოპულარობა ჯერ იუთუბზე, შემდეგ – სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმებზე. შეგახსენებთ, რომ Lookfantastic – ის ახალი კვლევის მიხედვით, Hyram Yarbro ყველაზე პოპულარული და გავლენიანი კანის მოვლის გურუა ინტერნეტში. ამჯერად, ჰაირამის კარიერის წინსვლაზე კალიფორნიაში მდებარე ცნობილი პიარ-სააგენტო, United Talent Agency ზრუნავს. ამ სააგენტოს კლიენტების რიცხვს აგრეთვე მიეკუთვნებიან: ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და ენტონი ჰოპკინსი.