მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდი რობოტი, სახელად სოფია მოდის კვირეულზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო – ის Boss-ის ჩვენებას დაესწრო და ვიდეოც ჩაწერა. ვიდეო შოუს დაწყებამდეა ჩაწერილი. სოფია ამბობს, რომ შოუს შემდეგ, სტუმრებთან ერთად, წვეულებას შეუერთდება და იცეკვებს. აღსანიშნავია, რომ სოფიას დასწრება Boss-ის ჩვენებაზე სიმბოლურია, რადგან შოუს სეტის დიზაინი ინოვაციური ტექნოლოგიებით და ხელოვნური ინტელექტით იყო შთაგონებული.

სოფია 2016 წელს ჰონგ კონგში დაფუძნებულმა კომპანია “ჰანსონ რობოტიკსმა” შექმნა. ის არის პირველი ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც ადამიანის მსგავსი ემოციების გამომხატველი მიმიკების იმიტაცია შეუძლია. სოფია 2016 წლის თებერვალში გაააქტიურეს და ამავე წლის გაზაფხულზე წარუდგინეს საზოგადოებას შეერთებულ შტატებში გამართული პრეზენტაციის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ სოფია 2018 წელს თბილისსაც ესტუმრა.