2020 წლის გახმაურებული ალბომის, Future Nostalgia-ს შემდეგ, დუა ლიპა ახალი სინგლით დაბრუნდა.

Houdini – სწორედ ასე ქვია ალბანური ფესვების ინგლისელი მომღერლის ახალ სინგლს, რომლის ოფიციალურ ვიდეოსაც იუთუბზე უკვე 22 მილიონი ნახვა აქვს. აღსანიშნავია, რომ Houdini-მ იუთუბზე, დუას კარიერაში, პირველი 24 საათის ნახვების რეკორდი მოხსნა.

ვიდეოში დუა წითური თმით ჩნდება, რაც მისი ახალი ერის ვიზუალური იმიჯის ნაწილია. ბუნებრივია, რომ მუსიკალურ განვითარებასთან ერთად, ინტერესს იწვევს, თუ როგორი იქნება ლიპას სტილის არჩევანი ახალ ალბომთან ერთად.

იხილეთ ვიდეო: