Hood by Air მოკლე დროში იქცა მოდის ახალ სენსაციად, რაზეც ბრენდის და მისი დიზაინერის, შეინ ოლივერის მიღებული მნიშვნელოვანი ჯილდოებიც მოწმობს. უდავოა, რომ HBA ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და საინტერესო ბრენდი იყო, სანამ 2017 წელს დროებით არსებობას შეწყვეტდა. 2019 წელს, პრესაში პირველად გავრცელდა სიახლე, რომ Hood By Air ბრუნდება. ამის შესახებ დიზაინერმა SSENSE -თან ინტერვიუში მიანიშნა, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ორი წლის შემდეგ, შეინ ოლივერმა დაპირება შეასრულა. ბრენდის ხელახალი დაბადების პირველ კამპანიას ლეგენდარული სუპერმოდელი, ნაომი ქემბელი უწევს რეკლამას.

ფოტოგრაფი: ლუის ალბერტო როდრიგეზი

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეები, რომლებზეც HBA არის დაფუძნებული არ შეიცვლება, მაგრამ გარკვეულ სიახლეებს უნდა ველოდეთ, რადფან ოლივერი კარგად იაზრებს, რომ მოდა ისეთი აღარ არის, როგორიც 4 წლის წინ და ეს ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი ინდუსტრიაა. “არავინ იცის ჩვენს ‘ქამბექს’ როგორ მიიღებენ. საუკეთესოს იმედი გვაქვს, თუმცა ასევე გვესმის გარკვეული დრო რომ გავიდა.” – შეინ ოლივერი