მოდის საკულტო ჟურნალის Vogue-ის გერმანულმა გამოცემამ 2024 წლის ივლისისა და აგვისტოს ნომერი გამოაქვეყნა. ნომერს განსაკუთრებული ქავერ-ვარსკვლავი ჰყავს – 102 წლის ებრაელი Margot Friedländer. 1943 წელს, მარგოს ოჯახი, ნაცისტური გერმანიის მიერ იქნა მოკლული.
Vogue Germany ივნისი/აგვისტო 2024


Margot Friedländer თავისი ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრია. მან გერმნია 1946 წელს დატოვა და ცხოვრების უდიდესი ნაწილი აშშ-ში გაატარა. მარგო გერმანიაში 2010 წელს დაბრუნდა, რათა ახალგაზრდებისთვის ნაცისტურ გერმანიაში გატარებული წლების პირადი გამოცდილება გაეზიარებინა. გერმანული Vogue-ისთვის იგი ფოტოფრაფმა Mark Peckmezian-მა გადაიღო.