წელს, მსოფლიო პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, გვიწევს ახალი წლისა და შობის აღნიშვნის ჩვეულ ფორმატზე უარი ვთქვათ, იქნება ეს დიდი წვეულებები, მოგზაურობა, თუ ძვირადღირებული საჩუქრები. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არსებულ გარემოებაში, განწყობის შექმნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, რომლებთან ერთად აღნიშნვას, დიდი ალბათობით, მხოლოდ ვიდეოზარების მეშვეობით შევძლებთ.
სწორედ ეს არის H&M-ის ახალი “HOLIDAY“ კოლექციის იდეა, რომელიც გამოწვევებით სავსე რეალობაში, სადღესასწაულო განწყობის ამაღლებაში დაგვეხმარება. მეტიც, H&M-ის შემოთავაზებული საჩუქრებით, ახალი მოგონებები შესაძლოა ისეთივე დაუვიწყარი და ბედნიერი გახდეს, როგორიც პანდემიამდელ რეალობაში.
დღესასწაულების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებისათვის, H&M საქართველო ახალ კამპანიას იწყებს, რომელში ჩართვა და გამარჯვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 31 დეკემბერს, გამარჯვებულები H&M-ისგან საშოპინგოდ სასაჩუქრე ვაუჩერებს მიიღებენ. კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თქვენს Instagram პროფილზე (Feed-ზე და არა Story-ში) გამოაქვეყნოთ თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი, გამორჩეული და საყვარელი საახალწლო/საშობაო მოგონების ამსახველი ფოტო, თუნდაც ბავშვობის, დაურთოთ 2-3 წინადადებიანი ტექსტი აღწერის სახით, თუ რატომ არის ეს მოგონება თქვენთვის განსაკუთრებული. აქვე აუცილებელია დაურთოთ #HMEMORIES, რათა მოხდეს ყველა ფოტოსა და ისტორიის შეგროვება. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია პროფილი იყოს ღია და არა დახურული.
კამპანიაში უკვე ჩაერთნენ ტელეწამყვანები სალომე ღვინიაშვილი და ქეთევან ხატიაშვილი. მათ საყვარელი მოგონებები ინსტაგრამის მეშვეობით გაგვიზიარეს. სალომემ შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო შეარჩია და გამომწერებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.
H&M-ის საახალწლო კამპანიაში ჩართვისკენ მოგვიწოდებს ქეთევან ხატიაშვილიც, რომელმაც ასევე გაგვიზიარა მისი საყვარელი საახალწლო მოგონების ფოტო.
სწორედ სალომე და ქეთევანი გამოავლენენ თავიანთ რჩეულ მონაწილეებს და შესაბამისად, გამარჯვებულებს 31 დეკემბერს. ახლა იდეალური დროა, რომ გადახედოთ ძველ მოგონებებს, ჩაერთოთ #HMEMORIES კამპანიაში, მიიღოთ საჩუქარი H&M-ისგან და გახადოთ წლევანდელი დღესასწაულები ისეთივე დაუვიწყარი და განსაკუთრებული, როგორც თქვენი რჩეული ფოტო.