რამდენიმე დღის წინ, H&M-ის საახალწლო კამპანია გაგაცანით, რომლის მთავარი მიზანი, მიუხედავად შექმნილი უჩვეულო გარემოებებისა, სადღესასწაულო განწყობის კიდევ უფრო ამაღლებაა. #HMEMORIES კამპანია კვლავ გრძელდება და მასში ჩართვა ყველას შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა თქვენს Instagram პროფილზე (მხოლოდ Feed-ზე და არა Story-ში) გამოაქვეყნოთ თქვენთვის გამორჩეულად დასამახსოვრებელი საშობაო, ან საახალწლო მოგონების ამსახველი ფოტო. არ აქვს მნიშვნელობა როდის გადაიღეთ ის – შეიძლება იყოს ბავშვობის ფოტოც. ასევე საჭიროა ფოტოს მოკლე აღწერაც დაურთოთ, თუ რატომ არის ის თქვენთვის განსაკუთრებული. 2-3 წინადადება სრულიად საკმარისია. იმისათვის, რათა ყველა ისტორია ერთად შეგროვდეს, აუცილებელია ტექსტში მიუთითოთ ჰაშთაგი #HMEMORIES.  ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფოტოს აღმოსაჩენად თქვენი პროფილი საჯარო უნდა იყოს და არა დახურული.

იქიდან გამომდინარე, რომ H&M თქვენი სადღესასწაულო გარდერობის გახალისებაზე ზრუნავს, მის ახალ საშობაო/საახალწლო კოლექციაში ისეთ სამოსსა და აქსესუარს ნახავთ, რომლებიც უფრო თემატურად და უკეთ წარმოგაჩენთ თქვენს საოჯახო, თუნდაც მცირე წვეულებაზე, სადაც ახალ მოგონებებს შექმნით.

მოგეხსენებათ, კამპანიაში ქართველი ცნობადი სახეებიც მონაწილეობენ. ისინი Instagram-ის საშუალებით კამპანიაში ჩართვისკენ აქტიურად მოგვიწოდებენ. გუშინ ტელეწამყვანებმა სალომე ღვინიაშვილმა და ქეთევან ხატიაშვილმა H&M-ისგან სპეციალურად მათთვის შექმნილი ორიგინალური გარდერობი მიიღეს, რომელშიც მოთავსებულია ნივთები ბრენდის სადღესასწაულო (და არა მარტო) კოლექციიდან.

თუ სალომეს და ქეთევანის ინსტაგრამს თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ ისინი მართლაც არაჩვეულებრივ სამოსსა და აქსესუარებს გვიზიარებენ, რომელთა შეძენაც, H&M-ის თბილისის მაღაზიებში უკვე შესაძლებელია, თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. 

კამპანია 31 დეკემბერს დილის საათებში დასრულდება. #HMEMORIES-ის ფარგლებში ოთხი გამარჯვებული გამოვლინდება, ორს პირადად სალომე და ქეთევანი დაასახელებენ. გამარჯვებულები H&M-ისგან სასაჩუქრე ვაუჩერებს მიიღებენ.