გუშინ კანში amFar Gala გაიმართა. amFar გალა საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც შიდსით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. ღონისძიებაზე H&M-სა და ჯამბატისა ვალის თანამშრომლობა დაანონსდა. იტალიელი კუტიურიე გალაზე ისეთ სელებრითებთან ერთად წარსდგა, როგორებიც არიან: კენდალ ჯენერი, კიარა ფერანი, ბიანკა ბრანდოლინი, კრის ლი, როს ლინჩი და H.E.R
H&M ცნობილია მაღალი მოდის ბრენდებთან თანამშრომლობით. პირველი დიდი ბრენდი, რომელმაც H&M-თან ითანამშრომლა კარლ ლაგერფელდია. მას შემდეგ H&M-თან სხვა მოდის ბრენდებმაც ითანამშრომლეს, მათ შორის: კომ დე გაღსონსმა, მოსკინომ და ალექსანდრ ვენგმა. ჯამბატისტა ვალის ბრენდი წინა პარტნიორებთან შედარებით ნაკლებად ცნობილია, ამიტომ ეს თანამშრომლობა მისთვის მომგებიანი იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს ვალის პირველი კოლაბორაციაა.
კოლექცია, რომელსაც დიზაინერმა “Project Love” უწოდა, ხელმისაწვდომი 7 ნოემბერს იქნება, თუმცა ლიმიტირებული ლუქები 25 მაისს H&M-ის მხოლოდ 12 მაღაზიაში გაიყიდება.
კოლექცია ვალისთვის დამახასიათებელ ტიულის ნაჭრის კაბებს მოიცავს. ერთ-ერთი კი კენდალ ჯენერმა მოირგო.
დიზაინერმა კოლექციაში მამაკაცის ლუქებიც შემოგვთავაზა:
“H&M საშუალებას მაძლევს ჩემი სტილისა და სილამაზის ხედვა ფართო მასებს გავუზიარო. ჩემი მიზანი სილამაზისადმი ჩემი სიყვარულის გააზიარებაა და მინდა ყველას “ბედნიერი მომენტის” ნაწილი ვიყო, მათ სასიყვარულო ისტორიების შექმნაში დავეხმარო მსოფლიოს გარშემო” – ჯამბატისტა ვალი
სხვა ფოტოები კოლექციიდან: