
Hermès International, ანუ ერმესის მფლობელი კომპანია გასულ კვირას, ისტორიაში პირველად 200 მილიარდიან ნიშნულს გასცდა და ბაზარზე 218 მილიარდიანი ღირებულებით პოზიციონირდა. აქციების ფასების ზრდა პირდაპირპროპორციულია ჩინეთის პოსტ-ლოქდაუნის ბაზრის გახსნასთან, რადგან, მას შემდეგ, მხოლოდ 2023 წელს, ბრენდში შემოსავალი 30%-ით გაიზარდა.
ევროპის კონტინენტზე ერმესი მერვე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა, რომელსაც ლაქშერი სეგმენტში მხოლოდ LVMH უსწრებს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 420 მილიარდი ევროა.
UBS Group-ის ანალიტიკოსის, ზუზანა პუშის თქმით “შესაძლოა ერმესზეც აისახოს გლობალური შენელების ტენდენცია, თუმცა ბრენდის მოთხოვნა/მიწოდების უნიკალური ფორმულა და ბიზნეს მოდელი იმდენად მყარია, რომ ამის საფრთხე თითქმის არ არსებობს.”



მაღალი მოდის ინდუსტრიაში ერმესი ცალკე მდგომ შემთხვევად განიხილება, რადგან მათ ჩანთებზე მოთხოვნა იმდენად აჭარბებს მიწოდებას, რომ ასეთი სხვაობა სხვა არც ერთ კომპანიაში არ შეიმჩვნევა, იმის მიუხედავად, რომ ყველაზე დაბალ ფასიანი ჩანთა ბრენდში 8,000 დოლარი ღირს. ერმესის ჩანთებზე ასეთ მოთხოვნას ასევე მათი მეორეულ ბაზარზე უდიდესი პოპულარობა განაპირობებს, სადაც რიგ შემთხვევებში ფასის ზრდა, საწყისთან შედარებით, 200%-მდეა.
აღნიშნულ სიახლესთან ერთად, ბრენდმა პარასკევს ნორმანდიაში ახალი ქარხნის გახსნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ერმესის წარმოების შესაძლო გაზრდაზე მიუთითებს. ასევე, 14 აპრილს კომპანია 2023 წლის პირველი მეოთხედის ფინანსური ანგარიშის წარდგენას აპირებს.