Hermès გახდა პირველი დიდი მოდის სახლი, რომელმაც რუსეთში მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ფრაგულმა ბრენდმა დღეს LinkedIn-ზე გაავრცელა.

Hermès-ის მაღაზია მოსკოვში © VB

“ღრმად შეშფოთებულები ვართ ევროპაში არსებული სიტუაციით, ვწუხვართ, რომ გვიწევს მივიღოთ რუსეთში ჩვენი მაღაზიების დროებით დახურვის გადაწყვეტილება. 4 მარტის საღამოდან რუსეთში ჩვენ ყოველგვარ კომერციულ საქმიანობას ვწყვეტთ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი გუნდის ადგილობრივი წევრების მხარდაჭერას,” – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში Hermès სამ მაღაზიას ფლობს.