2022 წელს ჰეილი ბიბერმა კოსმეტიკური ბრენდი – Rhode წარადგინა. ბრენდმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და სილამაზის ინდუსტრიაში საკუთარი ნიშა დაიმკვიდრა. Rhode მომხმარებელს არაერთ პროდუქტს სთავაზობს, თუმცა ყველაზე პოპულარული ტუჩის გლოსებია. ახლახან ჰეილი ბიბერმა სწორედ ამ გლოსების ინსპირაციით, მობილურის ქეისები წარადგინა. ბიბერმა თავდაპირველად სარკეში გადაღებული სელფი გამოაქვეყნა, რომელშიც ახალი ქეისი ჩანს. მალევე მობილურის ქეისი კაილი ჯენერის ინსტაგრამის Story-შიც გამოჩნდა. მომხმარებლები აქტიურად წერდნენ, რომ აქსესუარის ოფიციალურ გამოშვებას ელოდებოდნენ. ამის შემდეგ Rhode-ს ინსტაგრამზე ქეისების სპეციალური ხაზი ოფიციალურად დაანონსდა.
ბრენდირებული ქეისის დიზაინი ერთ პასტელურ ფერშია წარმოდგენილი. მას Rhode-ს ბესტსელერი გლოსისათვის ერთგვარი სათავსო აქვს. ქეისები ზომებისა და ფორმის მიხედვით, iPhone 14-სა და iPhone 15 Pro/Pro Max-თან არის თავსებადი. აქსესუარის ფასი 35 დოლარია და მისი ყიდვა მსურველებს Rhode-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე 27 თებერვლიდან შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ მყიდველები ქეისთან ერთად მასში მოთავსებულ გლოსსაც მიიღებენ.