3 წლიანი ლოდინის შემდეგ, Tiffany & Co.-ს მაღაზია ნიუ-იორკში კვლავ გაიხსნა. ახლა უკვე ცნობილი, როგორც The Landmark (წარსულში Flagship), ისტორიული მაღაზია 1940 წლის შემდეგ, ხანგრძლივ სარემონტო სამუშაოებზე პირველად დაიხურა. როგორც ცნობილია, ბრენდის ახალი მფლობელი კომპანიისთვის LVMH, ეს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მაღაზიის რენოვაციაა.

ცნობილი არქიტექტორის, პიტერ მარინოს მიერ განახლებულ მაღაზიაში, გაერთიანებულია 10 სართული, რომელიც არა მხოლოდ მაღაზიას, არამედ სპეციალურად მოწყობილ პენტჰაუსსაც მოიცავს, სადაც განსაკუთრებულ კლიენტებს მოემსახურებიან. აქვე შეინახება ბრენდის საკუთრებაში მყოფი ხელოვნების ნიმუშები ისეთი არტისტებისგან, როგორებიც არიან: რაშიდ ჯონსონი, ჟან-მიშელ ბასკია, ანა ვეიანტი, დემიენ ჰირსტი, დენიელ არშამი, ჯულიან შნაბელი და ა.შ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლენდმარქის გახსნას ჰოლივუდის წამყვანი სახეები დაესწრნენ, მათ შორის: ტიფანის გლობალური ამბასადორი, სამხრეთ კორეელი მუსიკოსი Jimin, ჰეილი ბიბერი, ქეითი ფერი, ბლეიკ ლაივლი და სხვები.

გახსნის ცერემონიაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს მარკ რონსონმა, ქეითი ფერიმ და DJ Mia Moretti-მ.

“მეხუთე ავენიუს საკულტო Landmark-ის გახსნა ჩვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა,” აღნიშნა კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი ლედრუმ, “Tiffany & Co.-ს ისტორიაში ეს ახალი თავის სიმბოლური დასაწყისია. ლოკაცია არა მხოლოდ მაღაზია, არამედ ერთგვარი კულტურული ჰაბი იქნება, სადაც სტუმრებს შეეძლებათ დატკბნენ შესანიშნავი არქიტექტურითა და გამორჩეული მასპინძლობით.”