2020 წელს გამოშვებული ხაზი Heaven by Marc Jacobs მოხმარებელს ახალ კოლაბორაციულ კოლექციას სთავაზობს. ეს სიახლე განსაკუთრებით სასიხარულო ვონგ კარ-ვაის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის იქნება.
ლეგენდარულ რეჟისორთან თანამშრომლობით შექმნილ კოლექციაში წარმოდგენილია: კაბები, ქვედაბოლოები, მაისურები და სამკაულები. მათზე ვხვდებით წარწერებსა და გამოსახულებებს კარ-ვაის ისეთი პოპულარული ფილმებიდან, როგორებიცაა: “Fallen Angels” და “Happy Together.” კაპიუშონიან ჟაკეტსა და პულოვერზე ასევე წარმოდგენილია ცნობილი ფრაზა: “Love you for 10,000 years” ფილმიდან – “Chungking Express.”

მსურველებს კოლექციიდან სასურველი ნივთის შეძენა უკვე შეუძლიათ მარკ ჯეიკობსის ვებ-გვერდსა და მაღაზიებში.