ჯამპატისტა ვალი
ჯამპატისტა ვალიმ ამ სეზონზე ჩვენების წარდგენისგან თავი შეიკავა. დიზაინერმა ოტ კუტიურის ახალი კოლექცია გამოფენის სახით წარადგინა. სამოსი 3 საათის განმავლობაში იყო გამოფენილი პარიზის ერთ-ერთ ხელობის მუზეუმში. კოლექცია განსაკუთრებული სიმსუბუქით, სინაზით გამოირჩევა. სწორედ ეს სიტყვები შეეფერება ქალს, რომელიც ვალის სამოს ატარებს. კოლექციაში ვიხილეთ ტიულის დიდი ზომის კაბები, რომლებიც უკვე დიზაინერის ხელწერად იქცა. ცოტა ხნის წინ ჯამპატისტა ვალიმ H&M- თან ითანამშრომლა კოლექციის შესაქმენლად და როგორც დიზაინერმა განაცხადა, ამ თანამშრომლობით 600 მილიონ ადამიანს მისწვდნენ. მათთვის, ვისთვისაც კუტიურ სამოსი ფუფუნებას წარმოადგენს შეუძლია ვალის ტიულის კაბები H&M-ში შეიძინოს ხელმისწავდომ ფასად.
გუო პეი
გუო პეი ჩინელი დიზაინერია, რომელიც ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც რიანა 2015 წლის მეტ გალის წითელ ხალიჩაზე მისი ყვითელი კაბით გამოჩნდა.
გუო პეი განსაკუთებული თეატრალურობით გამირჩევა. მისი კოლექციები ხშირად ჩინური ტანსაცმლის მოტივებზეა აგებული, რითაც საკუთარ წარმომავლობას უსვამს ხაზს. პეიმ ახალ კოლექციას “ალტერნატიული სამყარო” უწოდა. დიზაინერის შთაგონება ამჯერად სიცოცხლის მომდევნო პერიოდი იყო, კერძოდ, თუ სად მივდივართ გარდაცვალების შემდეგ. შესაბამისად, კოლექციაში თეთრი ფერის დომინირება არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ეს ფერი ხშირად სიკვდილთან, არ ყოფნასთან ასოცირდება. როგორც აღვნიშნე, დიზაინერი თეატრალურობით გამოირჩევა, მაგრამ რამდენად გეხება ის მეორე საკითხია. პეის შემოქმედებაში მაკქუინის გავლენა აქამდეც შემიმჩნევია, მაგრამ ამ კოლექციაში რეფერენსები უფრო თვალშისაცემია.
გასაკვირი არ არის, რომ ოტ-კუტიურ სამოსის შექმნა დიდ დროს მოითხოვს. გუო პეიმ განაცხადა, რომ კოლექციის ბოლო ლუქის შექმნას 7 წელი მოანდომა.
რალფ&რუსო
რალფ&რუსო ბრენდების იმ ჩამონათვალს მიეკუთვნება, რომელთა სამოსით წითელ ხალიჩაზე გამოჩენისას შეუმჩნეველი ვერ დარჩები. კოლექციაში თეთრი ფერი გასნაკუთრებით დომინირებდა, ვიხილეთ ტიულის წითელი კაბა, ასევე კოქტეილის კაბები. რალფ&რუსოს ქალი ფემინურობით, სიმსუბუქით გამოირჩევა, რასაც სამოსის მდიდრული შესახედაობა კიდევ უფრო აძლიერებს. ჩვენება საქორწინო კაბით დაიხურა.