Harrods-ის სუნამოების მიმწოდებლის წინააღმდეგ გამოძიება წარიმართა. მიზეზი ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევით, რუსეთში ძვირადღირებული სუნამოების გაყიდვაა.
გასულ კვირას, ლონდონის საქალაქო სასამართლოს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის დირექტორ დევიდ კრისპს ბრალად ედება ექსპორტთან დაკავშირებული აკრძალვების შეგნებულად დარღვევა, რის შედეგადაც ის რუსეთისთვის თავისი სუნამოების შეთავაზებას განაგრძობდა.
სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ კრისპს ფარული კერძო გამომძიებლისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ რუსეთის ბაზარი “კარგად მუშაობდა” და მან “მთავრობის განკარგულებები” უგულებელყო.
კრისპი აღიარებს, რომ ის განაგრძობდა რუსეთში სუნამოების შეტანას. თუმცა არ ეგონა, რომ არღვევდა წესებს, რომლებიც ძვირადღირებული საქონლის გაყიდვას კრძალავდა. ადვოკატის განცხადებით, მას არ ესმოდა ლიმიტები, რომლებიც პარფიუმერიის თითო მოცულობის ფასზე იყო დაწესებული. ის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
კრისპის ფირმა ძვირადღირებული სუნამოების ასორტიმენტს – “Boadicea The Victorious”-ს ისეთ უნივერმაღებში ყიდდა, როგორებიცაა: Harrods და Selfidges, ასევე ამარაგებდა ემირატების ავიახაზებს, ფასები კი 100მლ შეფუთვაზე 900 ფუნტამდეც ადიოდა. რუსეთში გაყიდვების შეწყვეტის გაფრთხილება კრისპის მისამართით Harrods-ის მიერაც არის გაგზავნილი, 2022 წლის მაისში.