
ლოიდ უეიკფილდი 26 წლის ინგლისელი ფოტოგრაფია, რომელიც ამჟამად ჰარი სტაილსის მსოფლიო ტურნეს – Love On Tour-ს იღებს. სტაილსთან შეხვედრამდე არც ისე დიდი ხნის წინ, ლოიდი სუპერმარკეტში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფიული კარიერა ჰარი სტაილსთან თანამშრომლობით არ დაუწყია, უეიკფილდისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ მომღერალს უკავშირდება.
ლოიდი მომღერალთან პირველად მაშინ გადაიკვეთა, როცა მისი კლიპების – Late Night Talking-ის და As It Was -ის შექმნის კადრს მიღმა პროცესს იღებდა. ამის შემდეგ, ჰარიმ მსოფლიო ტურნე დააანონსა და უეიკფილდმაც თავის შემოქმედებით კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეთავაზება მიიღო. ფოტოგრაფი არტისტთან ერთად მოგზაურობს, მუდამ მის გვერდით არის და თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთი რჩეული ვარსკვლავის კადრებს აღბეჭდავს.

ლოიდ უეიკფილდთან ახლახან ამერიკულმა Vogue-მა ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუში ფოტოგრაფმა ჰარი სტაილსთან მუშაობის გამოცდილებასა და მასთან ურთიერთობაზე ისაუბრა:
„კონცერტი აქამდე არასდროს გადამიღია. ჩემი სამუშაო გრაფიკი ძალიან დატვირთულია, თუმცა ჰარი საუკეთესო უფროსია. ჩემსავით ისიც მანჩესტერიდან არის, ისიც დაახლოებით ჩემი ასაკისაა და საერთოც ბევრი გვაქვს. ეს გადაღებისას შესაბამის დინამიკას ქმნის, შესრულებისას მას კამერასთან და ჩემთან ინტერაქცია აქვს, რაც კარგი კადრის დაფიქსირებაში მეხმარება.“ – ამბობს ლოიდი.
ნახეთ ფოტოები, რომლებიც ლოიდ უეიკფილდმა Love On Tour-ის მიმდინარეობისას გადაიღო:





