ჰელოუინისთვის კოსტიუმის მოფიქრება ყოველთვის რთულია, მითუმეტეს, როდესაც რამე მარტივს და ადვილად ამოსაცნობს ეძებთ. თუმცა მოდამ წელს საკმაოდ ბევრი გახმაურებული მომენტით დაგვასაჩუქრა, ჩვენ კი შეგვიძლია ეს ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ და შევქმნათ მარტივი ჰელოუინის კოსტიუმები. მაგალითად, მარტში კიმ კარდაშიანი ბალენსიაგას ჩვენებაზე, ჯულია ფოქსი Vanity Fair-ის წვეულებაზე, კაილი ჯენერი Met Gala-ზე და ა.შ. გთავაზობთ 12 ლუქს კოსტიუმის შთაგონებისთვის: