იტალიური მოდის წამყვანი ბრენდი, Gucci ახალ კოლექციას 15 აპრილს, ფილმის სახით წარადგენს. ჯერ კიდევ მარტში, ბრენდის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ გუჩის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ალესანდრო მიკელემ ახალ კოლექციას Aria დაარქვა.

გუშინ, იტალიური მოდის პრესის რამდენიმე ავტორიტეტულმა გამოცემამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ გუჩის ახალი კოლექცია აერთიანებს კოლაბორაციას Balenciaga -სთან.

მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით, ბალენსიაგას და გუჩის მოდის სახლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, სიახლემ მოიცვა არა მხოლოდ იტალიური პრესა, არამედ ისეთი საერთაშორისო გამოცემები, როგორებიცაა: WWD და The Business of Fashion.