Gucci Vault-ის 2023 წლის ზაფხულისთვის შექმნილი კოლექცია ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სამკაულებისა და სხვა აქსესუარების ეკლექტიკურ ასორტიმენტს მოიცავს. შეზღუდული გამოშვების კაფსულა კოლექცია რვა პარტნიორი ბრენდის ჩართულობით შეიქმნა, ესენია: Vans, Husbands, Maison Michael, Judith Leiber Couture, Agua Bendita, Connor McKnight, Rowing Blazers და Prounis Jewelry.

იტალიაში, ტბის ტერიტორიაზე გერმანელი ფოტოგრაფის, მაქს სიდენტოფის, გადაღებული Gucci Vault-ის ზაფხულის კამპანია ყველაზე ცხელი სეზონის განწყობას ჰოლივუდურ გლამურთან აერთიანებს. ფოტოებზე აღბეჭდილი ნივთების შეძენა შესაძლებელია Gucci-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ Vault-ის ონლაინ მაღაზიაში. მათი ფასები 195-დან 6000 ევრომდე მერყეობს.

© Gucci Vault

Gucci Vault იტალიურმა მოდის სახლმა 2021 წლის შემოდგომის სეზონზე წარადგინა, როგორც ექსპერიმენტული ონლაინ სივრცე, სადაც ვინტაჟურ და არქივულ ნივთებთან ერთად შემოთავაზებულია სხვადასხვა ბრენდებთან თანამშრომლობით შექმნილი შეზღუდული გამოშვების კოლექციები.

Gucci Vault ზაფხული 2023