2021 წლიდან მაილი საირუსი Gucci-ის სუნამოს – Gucci Flora-ს სახეა. ამჯერად ბრენდმა ხაზის ახალი პროდუქტი  Gucci Flora Gorgeous Orchid გამოუშვა. ახალი სურნელი Gucci-მ წარადგინა კამპანიით, რომელიც მაილი საირუსის ცნობილი სიმღერის – Flowers-ის და მასზე გადაღებული კლიპის ინსპირაციით არის შექმნილი. ვიდეოს განსაკუთრებით შთამბეჭდავი მომენტი არის დასასრული კადრი, როცა მომღერალი ყვავილებით გაფორმებულ ჰოლივუდის საკულტო ნიშანთან დგას.

კამპანიის შემოქმედებითი ხელმძღვანელი საბატო დე სარნოა. როგორც Gucci აღწერს, სუნამო წარმოსახვისა და რეალობის ერთგვარ ნაზავს გამოხატავს და საკუთარი თავის რწმენას, მის სიყვარულს ეძღვნება.

ამავდროულად სუნამოს კამპანია ზუსტად ეხმიანება მაილი საირუსის ახალ შემოქმედებით ეპოქას.