Gucci – ის მომდევნო კრუიზ შოუს ლოს-ანჯელესი უმასპინძლებს. იტალიური მოდის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ჩვენება ამერიკაში 3 ნოემბერს მოეწყობა. 2015 წელს, ალესანდრო მიკელეს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, გუჩიმ პირველი კრუიზ შოუ სწორედ ამერიკაში, ნიუ-იორკში გამართა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მიწურულს, პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე, ბრენდს კოლექციის წარდგენა სან-ფრანცისკოში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა შეზღუდვების შემოღების შემდეგ, შოუ გადაიდო.
რაც ცნობილი გახდა, რომ სექტემბერში, ნიუ-იორკის მოდის კვირეული ახალი სეზონი ციფრულ ფორმატში, ცოცხალი აუდიტორიიის წინაშე გაიმართება, ხოლო ვაქცინაციით მიღწეული პროგრესით, აშშ ისეთ მასშტაბურ ღონისძიებასაც უმასპინძლებს, როგორიცაა Met Gala, ამერიკულ მოდაში და არა მხოლოდ, პოზიტიური მოლოდინების იმედი გაჩნდა. ამას გარდა, 6 ნოემბერს ამერიკა მასპინძლობს ყოველწლიურ კულტურულ საღამოს, Art+Film Gala-ს, რომლის სპონსორიც, წელს, სწორედ გუჩია.
ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, გავრცელებული სიახლე მოსალოდნელი იყო, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით კოლექციაზე, რომელსაც ალესანდრო 3 ნოემბერს შემოგვთავაზებს. მას შემდეგ, რაც 15 აპრილს, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კოლაბორაცია, Gucci x Balenciaga ვიხილეთ, მოლოდინი, რა თქმა უნდა, ისევ არსებობს იმისა, რომ გუჩის გუნდი კიდევ ერთხელ გაგვაკვირვებს რთულად პროგნოზირებადი გადაწყვეტილებებით.