მესამე სეზონია მილანის მოდის კვირეული Green Carpet Fashion Awards – ით იხურება. დაჯილდოების მიზანია ხელი შეურწყოს მოდის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებას და ბუნების დაცვას. საღამოზე ჯილდოები გადაეცემათ ადამიანებს, რომლებიც მოდაში ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. აგრეთვე Green Carpet Fashion Awards -ის ტრადიციად იქცა, რომ ყოველ სეზონზე 1 ჯილდო მიიღოს იტალიური მოდის ლეგენდამ. გუშინ ასეთი დიზაინერი ვალენტინო გარავანი იყო, რომელსაც ჯილდო არანაკლებ ლეგენდარულმა სოფი ლორენმა წარუდგინა. „მეგობარი, ოსტატი, ლეგენდა, კაცი, რომელმაც თავისი სტილით მოდაში რევოლუცია მოახდინა,“ ამ სიტყვებით 85 წლის ლორენმა ჯილდო გადასცა ვალენტინო გარავანის, რომელმაც 11 მაისს 87 წლის იუბილე აღნიშნა. 2 დიდებული იტალიელის ერთად გამოჩენას დარბაზი ოვაციებით შეხვდა.

ვალენტინო გარავანი და სოფი ლორენი Green Carpet Fashion Awards -ზე, მილანის მოდის კვირეულის დახურვა.

(Photo by David M. Benett/Dave Benett/Getty Images for Eco-Age Ltd)

დაჯილდოებას ესწრებოდა ვალენტინოს მოდის სახლის ამჟამინდელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი პიერპაოლო პიჩოლი. პიერპაოლო წითელ ხალიჩაზე თავის მუზასთან, ტოპ მოდელ ადუთ აკეჩთან ერთად გამოჩნდა. მათთან ერთად პოზირებდა ცნობილი მამაკაცი მოდელი Jon Kortajarena.

ამბერ ვალეტამ ‘Groundbreaker Award’ დიზაინერ სტელა მაკარტნის გადასცა. ‘Social Media Changemaker Award’ მიიღო სუპერმოდელმა დოუცენ კრუსმა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ცხოველების დაცვის კამპანიებში. გამარჯვებულებს შორის მოხვდნენ ბალენსიაგას და გუჩის მფლობელი კომპანიის, KERING -ის პრეზიდენტი, ფრანსუა პინო, აგრეთვე მაქს მარას და ერმენეჯილდო ზენიას ელია მარამოტი და ალესანდრო სარტორი. დაჯილდოების სტუმრებს შორის იყვნენ: ალესანდრო მიკელე, მარკო ბიზარი, კოლინ ფერტი, ალესანდრა ამბროსიო, იზაბელ გულარი, ქენდის სვანეფული, ელსა ჰოსკი, ანა ვინტური, ჰამიშ ბოულსი.

დოუცენ კრუსი


ამბერ ვალეტა,სტელა მაკარტნი კოლინ ფერტი


სტელა მაკარტნი


ფრანსუა პინო


იზაბელ გულარი, ელსა ჰოსკი, ალესანდრა ამბროსიო


ქენდის სვანეფული


ჰამიშ ბოულსი და ანა ვინტური