ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ Grammy-ის ნომინაციების შორტლისტი გამოაქვეყნა. 2024 წლის დაჯილდოებაზე წარდგენილ არტისტებს შორის ყველაზე მეტი ნომინაცია SZA-მ მიიღო – ის 9 კატეგორიაშია წარდგენილი. SZA წარადგინეს ისეთ წამყვან ნომინაციებში, როგორიც არის: წლის ალბომი, წლის სიმღერა, საუკეთესო პოპ დუეტი/ჯგუფი, საუკეთესო R&B შესრულება, წლის ჩანაწერი და სხვა.

მიღებული ნომინაციებით რეკორდი მოხსნა ტეილორ სვიფტმა. ის Grammy-ის ისტორიაში გახდა პირველი მუსიკოსი, რომელსაც წლის სიმღერის კატეგორიაში საერთო ჯამში 7 ნომინაცია აქვს მიღებული. ტეილორ სვიფტი წელს საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში წარადგინეს ჰიტისათვის – Anti-Hero. სვიფტი ასევე ნომინირებულია ისეთ ძირითად კატეგორიებში, როგორებიც არის წლის ალბომი და წლის ჩანაწერი. იმ შემთხვევაში, თუ სვიფტი წლის ალბომისათვის მიიღებს გრემის ჯილდოს, ის გახდება პირველი არტისტი, რომელმაც ამ ნომინაციაში ოთხჯერ გაიმარჯვა.

Grammy 2024-ის ლიდერებს შორის ასევე არიან: მაილი საირუსი, ოლივია როდრიგო, ფიბი ბრიჯერსი. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გრემის ნომინაციების უმრავლესობა ქალებმა მიიღეს, რაც დაჯილდოების ისტორიული მაჩვენებელია.


Grammy-ის დაჯილდოება 2024 წლის 4 თებერვალს გაიმართება.
ნახეთ გრემის ნომინაციების სრული სია.