2020 წელი დასასრულს უახლოვდება. საერთაშორისო გამოცემები, კომპანიები, ბრენდები გასული 12 თვის შემაჯამებელ ცნობებს აქვეყნებენ. რამდენიმე დღის წინ, ჟურნალმა Vogue -მ დაასახელა ტრენდები და ნივთები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს. მოდის ბიბლიის შემდეგ, წლის ანგარიშს გვთავაზობს Google. “Year in Search” ასე ჰქვია გუგლის ყოველწლიურ რეპორტს, რომლითაც ცნობილი ხდება გუგლის საძიებო სისტემაში ყველაზე ტრენდული თემები, ვარსკვლავები, მოვლენები, კითხვები და ა.შ. გთავაზობთ გუგლში წლის ყველაზე ტრენდულ თემებს და კითხვებს, რომლებიც მოდას და სილამაზეს ეხება.
ვარსკვლავების ტოპ ტრენდული ლუქები
Noah Cyrus – Spotify -ს წვეულებაზე წარმოდგენილი ლუქი
Maria Taylor – ტრავის ეტიენისთან ინტერვიუს დროს წარმოდგენილი ლუქი
Lil Nas – გრემის დაჯილდოების ლუქი
Billie Eilish – გრემის დაჯილდოების ლუქი
Lizzo -კალათბურთის თამაშზე წარმოდგენილი ლუქი
Jennifer Lopez – სუპერთსასის პერფორმანსის ლუქი
Travis Scott – ბეტმენის ლუქი
Melania Trump – თეთრ სახლში საშობაო ნაძვის ხის მიღებაზე წარმოდგენილი ლუქი
Harry Styles – Brit Awards-ზე გუჩის ლუქი
Shakira – სუპერთასის პერფორმანსის ლუქი










ტრენდული სტილი
ინდი სტილი
ქუჩის სტილი
ურბანული სტილი
Skater-girl სტილი
80-იანების სტილი
ბოჰემური სტილი
E-girl სტილი
Y2k სტილი
რეტრო სტილი

სილამაზესთან და თავის მოვლასთან დაკავშირებული ტოპ 3 კითხვა
როგორ შევჭრათ მამაკაცს თმა სახლის პირობებში
როგორ შევიღებოთ თმა სახლის პირობებში
როგორ დავიბანოთ ხელები
კანის მოვლასთან დაკავშირებული ტრენდული კითხვები
რომელია კანის მოვლის საუკეთესო ბრენდი
რომელია კანის მოვლის საუკეთესო პროდუქტები
როგორ შევქმნათ კანის მოვლის რუტინა
რა თანმიმდევრობით უნდა გამოვიყენოთ კანის მოვლის პროდუქტები
როგორ მოვიშოროთ აკნე
რას აკეთებს ვიტამინი C კანისთვის
რა ფუნქცია აქვს ჰიალურონის მჟავას
რას ფუნქცია აქვს ტონერს სახის კანისთვის
რა არის კომბინირებული კანი