ამერიკელი დიზაინერი ჟივენშის შემოქმედებით დირექტორად 2020 წელს დაინიშნა. მეთიუ იმ დიზაინერების კატეგორიას ეკუთვნის, რომლებაც ყურადღება გასულ ათწლეულში მიიქციეს. 2010-იანები მოდისთვის გარდამავალი დეკადა აღმოჩნდა. ეს ის 10 წელი იყო, რომელშიც რეალობის ფასი ოცნების გაუფასურების ხარჯზე გაიზარდა. ქუჩამ, რომელშიც შეულამაზებელი სინამდვილე იყო მაღალი მოდის პოდიუმზე გადაინაცვლა, იქ, სადაც დიდი ადგილი მშვენიერ ილუზიას ეკავა ალტერნატიულ რეალობაზე.

სწორედ ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა როგორი იქნება მეთიუ უილიამსის სადებიუტო ოტ-კუტიურ კოლექცია ჟივენშის მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში. ჩვენება ივლისში, პარიზის ოტ-კუტიურ მოდის კვირეულზე გაიმართება.