მილანში მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული გრძელდება და კვლავაც გთავაზობთ ცნობილი ბრენდების ახალ კოლექციებს მოდის ერთ-ერთი გამორჩეული დედაქალაქიდან:
Giorgio Armani შემოდგომა ზამთარი 2023
ტრადიციულად, ჯორჯო არმანის მამაკაცის ახალ კოლექციაში კლასიკური ჭრები, სილუეტები, ქსოვილები და ფერები ჭარბობს. დახვეწილი და ელეგანტური, ჯორჯო არმანის მამაკაცი, ისევე, როგორც ქალი, ყოველთვის “მძიმე ლუქსს” ჩუმ ფუფუნებას ამჯობინებს. კოლექციაში 81 მამაკაცისა და 5 ქალის ლუქი ვიხილეთ.
იხილეთ ვიდეო:
Dsquared2 შემოდგომა/ზამთარი 2023
თინეიჯერული სიგიჟე, 2000-იანები და კანადური ქაოსი – ტყუპები დინ და დენ ქეითენები მოდაში 20 წლისთავს აღნიშნავენ. ტორონტოელი დიზაინერების ბრენდი Dsquared2, მოდაში 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის განუყოფელი ნაწილია, აქედან გამომდინარე, საიუბილეო კოლექციაც სწორედ მათი დიდების პერიოდს ეძღვნება.
იხილეთ ვიდეო:
Dolce & Gabbana შემოდგომა/ზამთარი 2023
იტალიელმა დიზაინერებმა, დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ მშობლიურ მილანში მამაკაცის ახალი კოლექცია წარადგინეს. ბრენდისთვის ჩვეული სექსუალურობითა და სიშიშვლით, კოლექცია ბრენდის დნმ-ს ატარებს. ასევე პოდიუმზე დომინირებდა შავი და თეთრი ფერები.