გამორჩეული ფრანგი მოდელი ლუიზ დე შევინი რეკლამას უწევს Giorgio Armani-ის სამკაულების ხაზს. ბრუნო+ნიკოს გადაღებულ სტუდიურ ფოტოებზე მას მოდის სახლის “Josephine” კოლექციის საიუველირო ნაკეთობები ამშვენებს.
სამკაულები ნაპოლეონ ბონაპარტის პირველ ცოლს, ჟოზეფინ დე ბოარნეს ეძღვნება, რომლის გარდერობიც ნამუშევრების ინსპირაცია გახდა. მათში მთავარი მოტივი პეისლის ორნამენტის დიზაინია. სელექცია მოიცავს: ქალცედონისგან დამზადებულ, ბრილიანტებით გაფორმებულ 18კ ოქროს საყურეს, მანჟეტის საკინძს, ბეჭედს და ყელსაბამს. “Josephine” კოლექციაში ასევე წარმოდგენილია იმავე მასალისგან დამზადებული საყურე, უმშვენიერესი სარდიონის ქვით.
გადაღებაზე სტილისტად მაურო დემესტრიამ იმუშავა. შევინის მაკიაჟზე ჯულია ჩიგარინიმ იზრუნა, ხოლო თმის ვარცხნილობაზე – პიერ პაოლო ლაიმ.