
ფრანგული Department Store გალერეა ლაფაიეტი 2025 წლამდე ჩინეთში 10 ფილიალამდე გაზრდას გეგმავს, აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში გააჟღერეს. ჩინურ Hopson Group-თან თანამშრომლობაში, გალერეა ლაფაიტი ამ ეტაპზე 3 ახალ მიმართულებას ამატებს მაკაოში, შენჟენსა და ჩონგქინგში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გალერეა ლაფაიეტისა და ჰონგ-კონგში დაფუძნებული რითეილერის, LT-ის ათწლიანი თანამშრომლობის დასასრულია, რომელთან ერთადაც ფრანგულმა ქსელმა ჩინეთში გაფართოვების პირველი ნაბიჯები გადადგა. პირველი გალერეა ლაფაიეტი სწორეტ ელტისთან ერთად პეკინში გაიხსნა 2013 წელს, ხოლო 4 წელიწადში კი, ქსელს შანხაის ფილიალი დაემატა.

“ჩვენს კომპანიას ჩინელ პარტნიორებთან ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა,” განაცხადა გალერეა ლაფაიეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკოლა უზმა, “აღნიშნული თანამშრომლობა ილუსტრაციაა ჩვენი საერთო ამბიციისა, დავაჩქაროთ ჩვენი კომპანიების ზრდა და გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები.”

შეგახსენებთ, რომ Galleries Lafayette მშობლიური საფრანგეთის გარდა მხოლოდ 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს და ჩინეთის გარდა დანარჩენ 5 ქვეყანაში მხოლოდ თითო-თითო მაღაზია გვხვდება, ესენია – ბერლინი, გერმანია; დუბაი, გაერთიანებული არაბთა საემიროები; ჯაკარტა, ინდონეზია; კატარი, დოჰა; ლუქსემბურგი; ლუქსემბურგი. ჩინეთში დაანონსებული 3 მიმართულების გარდა, გალერეა ლაფაიეტი ამ ეტაპზე ინდოეთში ორ მიმართულებას ამატებს, კონკრეტულად დელისა და მუმბაიში, ისევე როგორც მილანში, იტალიაში ერთ მიმართულებას.