სპეკულაცია გაბრიელა ჰერსტის Chloé-დან წასვლის შესახებ დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა სიახლე სულ რამდენიმე საათის წინ დადასტურდა. Richemont-ის მფლობელობაში მყოფ ბრენდში, ურუგვაიელი დიზაინერი 3 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, როგორც შემოქმედებითი ხელმძღვანელი. ჰერსტის ბოლო ჩვენება Chloé-ში 28 სექტემბერს გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით კომპანიას ჰერსტის შემცვლელი არ დაუსახელებია, ცოტა ხნის წინ ქლოეს გუნდს ჩემნა კამალი შეუერთდა, რომელიც მანამდე სან ლორანის ქალის ხაზის დიზაინ გუნდში მმართველის პოზიციას იკავებდა. ამ ეტაპზე ქლოეში კომენტარისგან თავს იკავებენ იმასთან დაკავშირებით, გახდება თუ არა კამალი მომდევნო კრეატიული ხელმძღვანელი.

გაბრიელას ქლოესა და ანჯელინა ჯოლის ახალი ბრენდის, Aletier Jolie-ს შორის კოლაბორაცია გეგმის მიხედვით გაგრძელდება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქლოე ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ბრენდში კარგად იყიდებოდა შედარებით დაბალ ფასიანი ნივთები, მაგალითად “Nama” ნაქსოვი სნიკერები, თუმცა გაყიდვების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაბალია მაღალფასიანი ტყავის ნივთებზე. ამასთან დაკავშირებით, ბრენდი ოფიციალურ სტატისტიკას არ აქვეყნებს, ინფორმაციას გავლენიანი გამოცემები შიდა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.