გუშინ მოდის განხრით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის – Central Saint Martins – ის კურსდამთავრებულთა ჩვენებები გაიმართა. ეს ის უნივერსიტეტია, რომელშიც ისეთი დიდი დიზაინერები სწავლობდნენ, როგორებიც არიან: ალექსანდრ მაკქუინი და ჯონ გალიანო, ასევე ფიბი ფაილო და რიკარდო ტიში. შესაბამისად, ყოველთვის არის მოლოდინი, რომ რომელიმე კურსდამთავრებული შესაძლოა გახდეს შემდეგი გალიანო ან მაკქუინი, რადგან CSM-ის ჩვენებები განსაკუთრებული ექსპერიმენტულობით გამოირჩევა.
წელს ხალხის ალაპარაკება ნორვეგიელმა, Fredrik Tjærandsen-მა მოახერხა, რომლის ჩვენების ვიდეოებმაც მთელი ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. ფრედერიკი L’Oréal Professional ახალგაზრდა ტალანტების დაჯილდოვების გამარჯვებულია, იგი დიზაინერის ასისტენტად მუშაობდა ისეთ ბრენდებში, როგორიცაა: ლუი ვიტონი და ბალენსიაგა.
ნორვეგიელმა დიზაინერმა 8 ლუქისგან შემდგარი კოლექცია წარადგინა. თითოეული ლუქის შესაქმნელად კი რეზინი იყო გამოყენებული. ჩვენება საინტერესო მაშინ გახდა, როდესაც პირველი მოდელის სამოსი ყვითელი ბუშტიდან ჰაერით გაბერილ კაბად გადაიქცა:
მოდელები ბუშტში იყვნენ გახვეულნი და მხოლოდ მათი ფეხების ხილვა იყო შესაძლებელი. ზოგიერთ მათგანს ბუშტის შესაბამისი ფერის ლეგინსები ეცვა.
როგორც დიზაინერმა განაცხადა, საშუალო ზომის ბუშტების გაბერვას 10 წუთი დასჭირდა, ხოლო ფორმებიანის კი 1 საათი.
ჩვენების სრული ჩანაწერი: