სეულში Louis Vuitton-ის დაგეგმილი ჩვენება გაიმართა, რომლის კრეატიული მრჩეველი Squid Game-ის რეჟისორი, Hwang Dong-hyuk გახდა. 2023 წლის წინა საშემოდგომო ჩვენება სამხრეთ კორეის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რაიონში, მდინარე ჰანზე მდებარე Jamsugyo-ს ხიდზე გაიმართა.

სამხრეთ კორეული ბაზარი ფრანგული ლაქშერი ბრენდისთვის უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი სამიზნეა, აღსანიშნია ისიც, რომ ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ კორეელ ვარსკვლავებთან, როგორც მამაკაცის, ისე ქალის ხაზებში. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე გახმაურებული თანამშრომლობა ლუი ვიტონისა და ჰოიონის, Squid Game-ის ვარსკვლავის შორისაა, რომელიც ბრენდის ამბასადორია და ის ბრენდის პოდიუმზეც გვინახავს.

Vogue გვთავაზობს ფოტოებს სეულში გამართული ჩვენებიდან, რომლებზეც აღბეჭდილია არა მხოლოდ კოლექცია, არამედ ჩვენების ლოკაცია და ატმოსფერო. იხილეთ ფოტოები: