ბიზნეს გამოცემა Forbes-ის მიერ ახლადგავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის ქონება 1.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ახლა სვიფტი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია. დღემდე, ამ სტატუსს ბარბადოსელი ვარსკვლავი, რიანა ატარებდა, რომლის ქონებაც ამჟამად 1.4 მილიარდი დოლარით ფასდება.

ტეილორ სვიფტი

Forbes-ის ცნობით, ტეილორ სვიფტი ახლა მეორე ყველაზე მდიდარი მუსიკოსია, Jay Z-ის შემდეგ. რეპერისა და პროდიუსერის, ჯეი ზის ქონება 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, სვიფტი ერთადერთი მუსიკოსია, რომელმაც მილიარდი, დამატებითი ბიზნესის გარეშე, მხოლოდ მუსიკალური პერფორმანსებითა და ჩანაწერების გაყიდვით გამოიმუშავა.