გავლენიანმა ბიზნეს გამოცემა Forbes-მა მედიისა და შოუბიზნესის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი ქალები გამოავლინა. არავისთვის არის გასაკვირი, რომ 2023 წლის სიაში პირველ ადგილს ტეილორ სვიფტი იკავებს. მეორეზე ამ სიის მუდმივი ლიდერი, ტელეწამყვანი ოპრა უინფრია. მესამე ადგილს ბიონსე იკავებს.

2023 წელი ტეილორ სვიფტის და ბიონსესთვის გამორჩეული იყო. არტისტების საკონცერტო ტურნეები თანამედროვე მედიაში, პოპ კულტურასა, თუ სოციალურ ქსელებში მთავარ თემად იქცა. ამერიკული Billboard-ის ცნობით, სვიფტმა ტურნეს ფარგლებში გაყიდული ბილეთებით ამ დროისათვის 900 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. რაც შეეხება ბიონსეს Renaissance-ის ტურნეს, მისმა შემოსავალმა 579 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ ორივე მომღერალმა საკონცერტო ფილმები გამოუშვეს, რომლებიც კინოგაქირავების ლოდერებად იქცა. ბიონსეს ფილმის, Renaissance: A Film by Beyoncé-ის პრემიერა პირველ დეკემბერს შედგა და გამხსნელი სეანსებიდან 21 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. რაც შეეხება ტეილორ სვიფტს, მისი ფილმი – Taylor Swift: The Eras Tour კინოთეატრების ეკრანებზე 13 ოქტომბერს გამოჩნდა და მისი შემოსავალი ამ დროისათვის 250 მილიონ დოლარზე მეტია.

იხილეთ მედიისა და შოუბიზნესის ყველაზე გავლენიანი ქალების ათეული Forbes-ის მიხედვით:

ტეილორ სვიფტი

ოპრა უინფრი

ბიონსე

შარი რედსტოუნი

დანა უალდენი

დონა ლენგლი

ჯენიფერ სალკი

სუზან სკოტი

ბელა ბაჯარია

რიანა