ბიზნეს მედიის ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა Forbes ცნობილია წლის შემაჯამებელი სტატიებით. ამჯერად, გავლენიანმა მედიამ 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი შემოსავალი კაილი ჯენერს ჰქონდა – მან მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების სიაში 590 მილიონი დოლარით პირველი ადგილი დაიკავა.

კარდაშიანების ოჯახთან კავშირშია სიის მეორე ადგილის მფლობელი ვარსკვლავიც – კაილი ჯნერის შემდეგ, მეორე ადგილი ამერიკელმა რეპერმა, Kanye West-მა დაიკავა, რომლის ანაზღაურებამაც 2020 წელს 170 მილიონი დოლარი შეადგინა.

სიაში ვხედავთ ვარსკვლავებს სხვადასხვა სფეროდან: კინოდან, მუსიკიდან, სპორტიდან, სატელევიზიო ინდუსტრიიდან… ამავე სიაშია ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი, რომელსაც საკმაოდ ცუდი წელი ჰქონდა, რადგან ადამიანებთან ცუდ მოპყრობაში საჯაროდ ამხილეს. გარდა ელენისა, სიაში ვხვდებით ისეთ პერსონებს, როგორებიც არიან: ტეილორ სვიფტი, Jay Z, ელტონ ჯონი, მიკ ჯაგერი, არიანა გრანდე, კიმ კარდაშიანი და სხვები.

2020 წლის ყველაზე შემოსავლიანი ვარკვლავების სრული სია იხილეთ Forbes-ის ბმულზე.